საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. გუშინ, რუსთავი 2-ის სპორტულ გადაცემაში რაგბის კავშირის ხელმძღანელებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-ის გუნდს შეეჯიბრება, 9 ივლისს კი, იტალიის ნაკრებს ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე” შეეჯიბრება. ~
ჩვენ გაუწყეთ, რომ იტალიასთან მატჩი “დინამო არენაზე” უნდა გამართულიყო, რადგან ბათუმის სტადიონდთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და მაგრამ, როგორც ჩანს შეთანხმება შედგა და ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.
ასევე, საუბარია 16 ივლისს მესამე მატჩის გამართვაზეც.
GIPHY App Key not set. Please check settings