ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში ფრედ ითამაშა სტუმრად პოლონეთთან (1:1). გარეთ საუთგეიტის გუნდმა პირველად ვერ მოიგო ჯგუფში. არადა, ძალიან ახლოს იყო მორიგ გამარჯვებასთან. ჰარი კეინის გოლს პოლონელებმა მსაჯის მირ კომპენსირებულ დროში უპასუხეს.
აქამდე ინგლისელებმა 5-დან 5 მატჩი მიიყვანეს გამარჯვებამდე, დაამარცხეს რა სან მარინო (5:0), ალბანეთი (2:0), პოლონეთი (2:1), უნგრეთი (4:0) და ანდორა (4:0).
შემდეგ ინგლისის ანდორასთან უწევს 9 ოქტომბერს თამაში და წაუგებელი სერია უთუოდ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, შესარჩევ ციკლში 6-დან 6-ვე მატჩი მოიგო დანიის ნაკრებმა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ინგლისის ნაკრებს ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად არ გაუკეთებია შეცვლები. ინგლისელებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩი გერმანიასთან (1:1, 5:6 პენ) შეცვლების გარეშე ჩაამთავრეს.
იტალიამ ორი ფრის შემდეგ ლიეტუვა გაანადგურა – 5:0. რობერტო მანჩინის გუნდმა წაუგებელი სერია 37 მატჩამდე გაახანგრძლივა და ამით ეროვნული ნაკრებების დონეზე დამყარებული რეკორდი გაანახლა.
წინა იტალიური რეკორდი 1935-39 წლებში დამყარდა, როდესაც ვიტორიო პოცოს იტალიამ 30 მატჩი არ წააგო.
მსოფლიო რეკორდი კი ბრაზილიას ეკუთვნოდა, რომელიც 35 მატჩს არ აგებდა (1993-96 წწ). შემდეგ ეს მიღწევა ესპანეთმაც გაიმეორა (2007-09 წწ).
აღვნიშნოთ ისიც, რომ იტალია ლიეტუვას 30 წუთისთვის 4:0-ს უგებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიამ ისტორიაში პირველად გაიტანა 4 გოლი საწყის 30 წუთში.
დავბრუნდეთ ერთი დღით ადრე და ერლინგ ჰაალანდის მიღწევაზეც ვთქვათ. მან გიბრალტართან (5:1) ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს 21 წლის ფეხბურთელისთვის კარიერაში მე-11 ჰეთ-თრიქია. მან უეინ რუნის გაუსწრო (10).
გარდა ამისა, ამ პატარა ბიჭს (ასაკით) უფრო მეტი ჰეთ-თრიქი აქვს, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონიათ სამუელ ეტოოს (9) თუ ფერნანდო ტორესს (8).
გრიზმანი პლატინის დაეწია, დეპაი კლუივერტს, ჰაალანდის 8-ში 11 და დანიის 6-დან 6
ჰეთ-თრიქების მხრივ კი ლიდერია კრიშტიანო რონალდო (57). მესის 54-ჯერ გაუტანია სამი გოლი, ხოლო მესამე ლუის სუარესია 29 ჰეთ-თრიქით.
GIPHY App Key not set. Please check settings