in

ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა… ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია: ფოტო

ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.) ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!

ამით ის ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მსგავსი წარმატებისთვის ქართველ ძიუდოისტს არც ყოფილ საბჭოეთში მიუღწევია და არც დამოუკიდებელ საქართველოში.

ლაშა ბექაური:

„წარმომიდგენია რა ხდება საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა.
ბედნიერა ჩემი სამშობლო და ამის მიზეზი ვარ მე – ქართველი კაცისთვის ამაზე მაგარი არაფერია.

მადლობა უფალს, რომ ამომირჩია მე და შემაძლებინა, გავმხდარიყავი პირველი ქართველი, ვინც ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიური ოქრო. რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე ასეთი რამ არ ხდება და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა უფალს!“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის ოქრო: ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

მიქაუტაძემ ლიონში პირველად ითამაშა, საზონოვთან ფრედ