საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, ბორდოში 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ მატჩს საფრანგეთის ნაკრების ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. არგენტინის დამარცხების შემდეგ, მატიას გალტიემ შემადგენლობა არ გადაახალისა და “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.
ფრანგთა დამრიგებელი “იაგუარებთან” თამაშის მსგავსად, ხვალინდელ მატჩსაც ორი ნომინალური 10 ნომრით იწყებს. ღერძზე ანტუან დუპონს მეტიუ ჟალიბერი შეუწყვილდება. რომან ნტამაკი კი, ხვალ 12 ნომერზე დაიწყებს.
საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში ფრანგებთან მეორე დაპირისპირებაა. 2007 წლის მოფლიო ჩემპიონატზე, მარსელის “ველოდრომზე” საფრანგეთმა საქართველო 64:7 დაამარცხა. იმ მატჩში ქართველთაგან ერადერთი ლელო ზვიად მაისურაძემ გაიტანა.გარდასახვა კი, მალხაზ ურჯუკაშვილმა შეასრულა ზუსტად.
საქართველოს ნაკრებმა 2007 წლის მსოფლიო თასზე “ლე ბლეს” წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა.
ხაზი:15. ოთარ ბარკალაია, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. რევაზ გიგაური, 12. ირაკლი გიორგაძე, 11.ბესიკ ხამაშურიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9.ირაკლი აბუსერიძე
შერკინება:1. მამუკა მაგრაქველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვიქტორ დიდებულიძე, 5. ზურაბ მჭედლიშვილი, 6. ილია მაისურაძე, 7.რატი ურუშაძე, 8. გიორგი ჩხაიძე
მარქაფა: 16. გოდერძი შველიძე, 17. ავთო კოპალიანი, 18.ლევან დათუნაშვილი, 19. ზვიად მაისურაძე, 20.ბიძინა სამხარაძე, 21. ოთარ ელოშვილი, 22.გიორგი ელიზბარაშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings