in

ისტორიული ხელსახოცი, რომელმაც მესის კარიერაში დიდი როლი ითამაშა, აუქციონზე გაიყიდება

აუქციონზე იყიდება ხელსახოცი, რომელზეც წერია, რომ „ბარსელონა“ მზადაა 13 წლის მესი კლუბში მიიღოს. ფაქტობრივად, ეს არის დოკუმენტი რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის კარიერი დაიწყო და ლოტის საწყისი ღირებულება 300 ათას დოლარამდეა. სიახლის შესახებ Reuters წერს.

ამ ხელსახოცს ხელი 2000 წელს მოაწერეს და 13 წლის არგენტინელმა თავისი საფეხბურთო კარიერაც დაიწყო.

ლოტის გაყიდვა თავის თავზე აუქციონის სახლმა Bonhams-მა აიღო. ხელსახოცი ოფიციალურ საიტზე განათავსეს და მალევე მისმა შეფასებამ 274 824 დოლარს მიაღწია. ვაჭრობა 17 მაისს დასრულდება და სპეციალისტთა შეფასებით საბოლოო ფასმა შესაძლოა 500 ათას გირვანქასაც მიაღწიოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება პრემიერლიგაში საუკეთესო: ნომინანტები ცნობილია

მამუკელაშვილი შესაძლოა ევროპაში გადმოვიდეს