საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელიც ამჟამად კვიპროსის ნაკრების თავკაცია, გერმანიაში იმყოფება ევროპის ჩემპიონატზე და ცხადია საქართველოს ნაკრების მატჩს დაესწრო. ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა სოცქსელში პირველი ემოცია გააზიარა:
„ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა.
წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს!“
GIPHY App Key not set. Please check settings