in

ისტორია დაიწერა: მარიამ მურღვლიანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა გათამაშებაში მარიამ მურღვლიანმა საქართველოს ისტორია დაწერა. ახალგაზრდა ქალმა ძალოსანმა საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა და ამასთან, 9 ახალი რეკორდი დაამყარა.
მარიამ მურღვლიანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებულად გამოიყენა – 77კგ, 82კგ, 85კგ. რაც შეეხება აკვრას, ახალგაზრდა სპორტსმენმა აქაც სამივე მისვლაც დამაჯერებლად ასწია – 95კგ, 101კგ, 105კგ. ორჭიდის ჯამში კი მარიამის ანგარიშზე 190კგ იყო, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ამრიგად, ახალგაზრდა ძალოსანმა ქართულ დელეგაციას 3 ოქროს მედალი შემატა და ტურნირიც გრანდიოზულად მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა

Exclusive: არაბული სამტრედიაში დაბრუნდა