FourFourTwo-მა კრიშტიანო რონალდო ისტორიაში საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად მიიჩნია.
ბრიტანულმა ჟურნალმა 100 ევროპელი ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, რომელიც „მანჩესტერში“, „რეალსა“ და „იუვენტუსში“ გამოდიოდა, პირველი ადგილი დაიკავა.
ტოპ 20 ასე გამოიყურება:
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია);
- იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები);
- ფრანც ბეკენბაუერი (გფრ);
- ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი);
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი);
- ბობი ჩარლტონი (ინგლისი);
- გერდ მიულერი (გფრ);
- პაოლო მალდინი (იტალია);
- ჩავი (ესპანეთი);
- მიშელ პლატინი (საფრანგეთი);
- ფერენც პუშკაში (უნგრეთი);
- ეუსებიო (პორტუგალია);
- მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები);
- ჯორჯ ბესტი (ჩრდ ირლანდია);
- ტიერი ანრი (საფრანგეთი);
- ლოთარ მატეუსი (გფრ);
- ფრანკო ბარეზი (იტალია);
- ლუკა მოდრიჩი (ხორვატია);
- ლევ იაშინი (სსრკ);
- რუდ გულიტი (ნიდერლანდები).
უეინ რუნიმ 21-ე ადგილი დაიკავა, რობერტო ბაჯო – 22-ეა, მანუელ ნოიერი – 23-ე, ბობი მური – 31-ე, კენი დალგლიში – 33-ე, ანდრეა პირლო – 34-ე, კევინ დე ბრუინი – 35-ე, ჯანლუიჯი ბუფონი – 37-ე, ერიკ კნტონა – 48-ე, გარეთ ბეილი– 49-ე, დევიდ ბექჰემი – 52-ე, დენის ბერგკამპი – 57-ე, ალან შირერი – მე-60, კილიან მბაპე – 69-ე, სტივენ ჯერარდი – 75-ე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი– 79-ე, ანდრე შევჩენკო – მე-80, ფრანჩესკო ტოტი – 82-ე, ოლივერ კანი – 86-ე, რობერტ ლევანდოვსკი – 90-ე, ჰარი კეინი – 95-ე, ერლინგ ჰოლანდი – 98-ე, სია დაასრულა ტონი კროოსმა.
GIPHY App Key not set. Please check settings