ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტს, ისტორიაში პირველად ქალი დაიკავებს. 2022 წლის იანვრიდან FA-ს 57 წლის დები ჰიუითი ჩაიბარებს.
ქალი ორგანიზაციის შვიდმა წევრმა ერთხმად აირჩია. ორგანიზაციას დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი კეიტ ტინსლი ხელმძღვანელობდა. კანდიდატურის დადასტურების შემდეგ დები ასოციაციის დროებით ხელმძღვანელს, პიტერ მაკქორმიქს შეცვლის.
„მიხარია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. როგორც ბოლო თვეებში მომხდარმა მოვლენებმა აჩვენა, ინგლისის ფეხბურთისთვის მართლაც განსაკუთრებული პერიოდი დგას. ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს განსაზღვრული მიზანი, რათა თამაშები ყველა დონეზე უზრუნველყოფილი იყოს.“
ჰიუითი დიდი ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტსაც იკავებს. გარდა ამისა, ის Visa Europe-ის, The Restaurant Group plc-ის, BGL Group-სა და White Stuff-ის წარმომადგენელიცაა.
2020 წლის შემოდგომაზე FA-ს ხელმძღვანელის პოსტი გრეგ კლარკმა რასისტული გამონათქვამის გამო დატოვა. მან გამოიყენა ისეთი ფრაზა როგორიცაა – „ფერადი ფეხბურთელები“. ასეთმა ფორმულირებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings