საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ზე ¼ ფინალი პენალტების სერიაში დათმო ისრაელთან – 3:4 (ძ.დ. 0:0). მატჩის შემდეგ მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა კიდეც, რომ პენალტების სერია მათი ძლიერი მხარეა და ეს გუნდს მაშინაც ეტყობოდა, როდესაც თამაშის მიწურულს დრო უფრო გაჰყავდა და თითქოს მზად იყო კიდეც პენალტების სერიისთვის.
ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებს 4 პენალტის შესრულება მოუწიათ და ოთხივე ერთი და იგივე კუთხეში გაიტანეს. აქედან პირველი ორის მოგერიება მამარდაშვილს შეეძლო, მესამე და მეოთხე კი აუღელვებლად გაუტანეს.
აი ჩვენებმა კი ორი გააფუჭეს. გაგუას დარტყმული პირდაპირ დაიჭირა მეკარე პერეცმა, ხოლო ხვადაგიანს იმიტომ ვერ აუღო, რომ ბურთი ძელს მოხვდა, თორემ შესაძლოა ესეც მოეგერიებინა.
ნახეთ საქმე რაში ყოფილა.
მეკარე დანიელ პერეცს წინასწარ ჰქონია მომზადებული ინფორმაცია თუ როგორ ასრულებენ ჩვენები დარტყმას.
პენალტების სერიის დაწყებამდე პერეცი კარის უკან ფურცლებს ათვალიერებდა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის. პერეცმა გუნდს ირლანდიასთან მოაგებინა პენალტების სერია და ამით ისრაელი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ამ მატჩის შემდეგ მან აჩვენა ჩანაწერი, სადაც მითითებული იყო რომელი მიმართულებით ურტყამდნენ მეტოქის ფეხბურთელები.
პერეცმა იგივე გააკეთა საქართველოსთანაც და ჩანაწერიც გაჩნდა. გიორგი გაგუას (მესამე დამრტყმელი) პენალტზე პერეცი მარჯვენა მხარეს გადახტა. ფურცელზე ზუსტად ასე ეწერა…
GIPHY App Key not set. Please check settings