საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის 1/8 ფინალი 1:4 წააგო და ტურნირს დაემშვდობა. ესპანეთთან რთული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დადებითად შევაფასებ, რადგან ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ასეთი დონის მეტოქესთან ვიბრძოლეთ.
პირველ ტაიმში ბოლო წუთებზე გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა. მგონია, მათი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაშვილზე მორატა ზემოქმედებას ახდენდა.
ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილება დაგვაკლდა, მაგრამ ესეც მოდის და ვეცდებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირებზე, იმიტომ, რომ ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. ასე ერთიანად და ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings