in

ისევ ბარსამ მოიგო: სუპერთასი კატალონიაში დარჩა – ფაქტები

საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ესპანეთის სუპერთასი ფინალი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის წამატებულ დროში სამი გოლი გავიდა. მეორე ტაიმში „ბარსელონა“ დაწინაურდა, „რეალს“ თამაშის მიწურულს შანსი ჰქონდა, მაგრამ ორჯერ ბურთი პირდაპირ მეკარეს მიუგორეს.

ბარსელონა – რეალი 3:2
გოლები: 1:0 რაფინია (36), 1:1 ვინისიუს ჟუნიორი (45+2), 2:1 ლევანდოვსკი (45+4), 2:2 გარსია (45+6), 3:2 რაფინია (73).

„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მე-16-ედ მოიგო. „რეალს“ 13 გამარჯვება აქვს.

„ბარსელონამ“ „კლასიკო“ 105-ედ მოიგო. „რეალს“ 106 გამარჯვება აქვს.

„ბარსელონამ“ ისტორიაში 103-ე ტროფეი მოიგო, „რეალს“ 105 ტიტული აქვს.

„ბარსელონამ“ ბოლო ექვსი მატჩიდან „რეალი“ ხუთში დაამარცხა.

ფლიკის „ბარსელონა“ პირველი გუნდია, რომელმაც ესპანეთის სუპერთასი გვარდიოლას „ბლაუგრანას“ შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოიგო.

რაფინია ესპანეთის სუპერთასის ფინალში MVP-ედ დასახელდა.

ზედიზედ 10 გამარჯვება – „ბარსელონას“ საუკეთესო სერია 2016 წლის დასაწყისიდან.

„ბარსელონამ“ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით 29:8.

ფლიკმა „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში რვავე ფინალი მოიგო.

ფლიკმა „ბარსელონას“ მწვრთნელობისას წელიწადნახევარში ოთხი ტიტული მოიგო. „ბაიერნმა“ ორ სეზონში შვიდი ტიტული ჰქონდა.

ფლიკი: „ვამაყობ. ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და თამაშს და ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. რაფინიას მენტალიტეტი აღფრთოვანებას იწვევს, ის მთელ გუნდზე მოქმედებს“.

ლაპორტა: „ბარსელონა ბრწყინვალედ თამაშობს, შედეგები თავისთავად მეტყველებს. ფლიკი წარმატების არქიტექტორია. ჩვენ გვსურს გასული სეზონის გამეორება და გადაჭარბებაც კი.
პერესმა მომილოცა. მატჩი სხვაგვარად რომ დასრულებულიყო, მეც იგივეს გავაკეთებდი“.

„ბარსას“ ფეხბურთელებმა არაუხო შეაქეს. ის მოედანზე 93-ე წუთზე შევიდა. არაუხოს ნოემბრის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო არ უთამაშია და თასი პირველად სწორედ მას ააწევინეს.

„რეალი“ 13 თვეა, 2024 წლის დეკემბრიდან, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის მოგების შემდეგ, ტროფეის გარეშეა. ამ პერიოდში კლუბმა ექვსი ტურნირი წააგო.

ალონსოს მწვრთნელის რანგში „კლასიკოში“ ერთი გამარჯვება და ერთი წაგება აქვს. „რეალის“ ფეხბურთელის რანგში კი „ბარსასთან“ რვა მოგება და 15 წაგება აქვს.

ალონსო: „მტკივნეულია. „რეალი“ ბოლოს ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყო. ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, მესამე გოლის გატანისას ცოტა გაუმართლათ“.

მბაპემ ექვსი კლასიკოდან ხუთი წააგო. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა „ბარსას“ წინააღმდეგ გოლის გატანა ხუთი მატჩის შემდეგ პირველად ვერ შეძლო, ის 76-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

მბაპემ „რეალის“ ფეხბურთელებს „ბარსელონას“ გამარჯვების მოპოვებაში ხელი შეუშალა (Esport3).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენფიკამ დავითაშვილზე სენტ ეტიენს ოფიციალურად მიმართა