ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლისაც ალბათ გულშემატკივრებს ეშინოდათ და ეს შიში გამართლდა. თვით პრემიერ-მინისტრმა შეამზადა ხალხი, რომ საქართველოს ნაკრები „დინამოზე“ არ ითამაშებდა. ჯერ ისედაც ვინ ეტეოდა ნაკრების თამაშებზე და ახლა ლამის განახევრებულ სტადიონზე თამაში…
ა ბატონო რას წერს ფედერაცია:
„7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
7 სექტემბრის, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება”.
ისე საინტერესოა იცით რა: ერთი წლის წინ “დინამოზე” ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა (ახალგაზრდული). უეფა აუცილებლად ყველაფერს გულდასმით შეამოწმებდა დეტალებამდე და ასე ერთ წელიწადში სტადიონი თავზე როგორ გვემხობა, რომ თამაში არ შეიძლება. როგორ უეფამ ევროპის ჩემპიონატი იმ სტადიონზე ჩაატარა, რომელიც ერთ წელიწადში დაინგრეოდა? ან 26 მარტის შემდეგ ასეთი რა შეიცვალა, რომ ინგრევა?
ცნობილია საქართველოს 21 წლამდე ნაკრების საშინაო მატჩების გამართვის ადგილი.
5 სექტემბერი | საქართველო-მოლდოვა | ბათუმი, აჭარაბეთ არენა
15 ოქტომბერი | საქართველო-ჩრდ.მაკედონია | ქუთაისი, შენგელია არენა
GIPHY App Key not set. Please check settings