in

ირანის ნაკრები მუნდიალზე არ ითამაშებს?

Sport.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებმა შესაძლოა, ირანის ნაცვლად 2022 წლის მუნდიალზე ითამაშოს, ამის მიზეზი კი ირანში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

ჟურნალისტი და აქტივისტის მასიჰ ალინეჯადის გავრცელებული ცნობით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა Fifa-ს წერილით მიმართეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატიდან მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოკვეთა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია:

“ქვეყნის სისასტიკემ და აგრესიულობამ საკუთარი ხალხის მიმართ, კრიტიკულ ნიშანს მიაღწია. რაც მოითხოვს ცალსახა და ხისტ დისოციაციას საფეხბურთო და სპორტული სამყაროსგან”.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყო, რომელიც ჰიჯაბის

არასწორად ტარების გამო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი გარდაიცვალა. 

ირანის უშიშროების ძალების განცხადების თანახმად, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 16 სექტემბერს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა…

ვნახოთ, რა და როგორ მოხდება, მუნდიალის დაწყებამდე კი 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვეკვესკირი ლეხში 2025 წლამდე!

კობიაშვილი ამხანაგური მატჩების შესახებ