in

ირანის ნაკრების ფეხბურთელებს დაემუქრნენ

ასეთი ამბავია და პრინციპში, გასაკვირი არც არის, რადგან მას შემდეგ, რაც 16 წლის ირანელი გოგონა, ნიკა შაჰკარამი პოლიციამ უჩადროდ სიარულისთვის სასიკვდილოდ გაიმეტა. აქედან მოყოლებული ირანის ქუჩებში მასიური პროტესტი და დაპირისპირებაა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. ქალები გააქტიურდნენ და საჯაროდ, უჩადროდ დადიან. ირანში დუღილის ტემპერატურა საკმაოა.

მოკლედ, ამ ამბის გათვალისწინებით, ირანელებმა პირველ ტურში ჰიმნი არ შეასრულეს, რითაც პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის პოზიციას განუდგნენ, ჰოდა, ირანში ასეთები არ უყვართ.

თან ამ ყველაფრის წყარო “CNN” არის, რაც სანდოობის ნაწილში იდეალური მოცემულობაა.

სულ ცოტახნისწინ, დაიწერა, რომ ირანელ ფეხბურთელებს უელსთან მოგებული მატჩი ჯეროვნად დაუფასდათ – სახელმწიფომ “lamborghini aventador” და ძალიან დიდი ფულადი ჯილდო გადასცა თითოეულ ფეხბურთელს, თუმცა ახლა გადაიფიქრეს და ფეხბურთელებს მოუწოდებენ, რომ ჰიმნი იმღერონ თუ არ უნდათ, რომ ოჯახის წევრები დაუხოცონ.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა – ეს მუქარა, სწორედ უელსთან მატჩამდე იყო და მე-2 ტურში ირანელებმა ჰიმნი შეასრულეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარი: კაზემირო მსოფლიოში საუკეთესო ნახევამრცველია

გოჩოლეიშვილი შახტარის ფეხბურთელია