in

ირანის ნაკრების მეკარე მძიმედ დაშავდა

რანის ეროვნული ნაკრების მეკარეს – ალირეზა ბეირანვანდს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა.

30 წლის მეკარეს ტვინის შერყევა დაუდასტურდა, ასევე მას ცხვირი აქვს გატეხილი და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ 2 თამაშში მონაწილეობას მიღებას.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ირანი ინგლისს დაუპირისპირდა და 2:6 განადგურდა. მატჩის მე-9 წუთზე კი ირანის მეკარე და მცველი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც თამაში 11 წუთით გაჩერდა. მეკარემ მატჩი გააგრძელა, თუმცა დაახლოებით 2 წუთში მოედანზე კვლავ შეუძლოდ გახდა და საკაცით გაიყვანეს.

ახლახანს, მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ალირეზა დარჩენილ 2 მატჩს გამოტოვებს, რაც, შესაძლოა, მუნდიალის დასრულებას ნიშნავდეს, რადგან ირანი ძალიან სუსტ შთაბეჭდილებას ტოვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იაპონია ფეხბურთშიც ძლიერია და ზნეობაშიც: ნამატჩევს ქომაგებმა ტრიბუნები მოაწესრიგეს!

შვეიცარიამ მძიმე 3 ქულა მოიპოვა