in

ირაკლი აზაროვი შახტარის ფეხბურთელია

ირაკლი, კეთილი იყოს შენი მობრძანება „შახტარში“ – უწერია დონეცკურ კლუბს სოცქსელში და საქართველოდან ახალი ფეხბურთელის ოჯახში მიღებას მიესალმება.

საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინის ჩემპიონს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდადან“ შეუერთდა, სადაც არც თუ ბევრს თამაშობდა, თუმცა სერბეთის ჩემპიონობა მაინც მოასწრო.

21 წლის ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „შახტარის“ ოფიციალური საიტის ცნობით, კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
ტრანსფერს ღირებულება 3 მილიონი ევროა.
გავიხსენოთ, სულ რაღაც ერთი წლის წინ ირაკლი ბათუმის „დინამოდან“ „ცრვენა ზვეზდაში“ 300 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აზაროვი ახალ კლუბში 16 ნომრით ითამაშებს.

მოკლედ, უკრაინული გუნდის დაცვის ფლანგი ქართული გახდა – მარჯვენა მცველად ხომ გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს.

დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორდანი მაინც პირველია: ყველა დროის საუკეთესოები, ოღონდ საუკეთესოს გარკვევის გარეშე

საქართველომ დახურულ ავსტრალიასთან 5 ქულით წააგო: შემდეგი უკვე მსოფლიოა