საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა პირველსავე უცხოურ წელიწადს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. „ცრვენა ზვეზდამ“ მეორე ადგილზე მყოფი „ბაჩკა ტოპოლა“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა.
სერბეთის ყველაზე ტიტულიან კლუბს 85 ქულა აქვს და 62-ქულიან „ბაჩკას“ ისე უსწრებს, რომ 6 ტურით ადრე დაწევის თეორიული შანსიც გამოირიცხა.
აზაროვი ამ შეხვედრაში ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„ცრვენა ზვეზდა“ სერბეთის თასის მეოთხედფინალშიცაა გასული. თუ თასიც აიღო, დუბლს ზედიზედ მესამედ შეასრულებს.
„ცრვენა ზვეზდამ“ უკვე მოიპოვა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.
თანაც აღსანიშნავია, რომ უეფას რეიტინგის მიხედვით სერბეთის ჩემპიონი ანუ „ცრვენა ზვეზდა“ პირდაპირ ჯგუფში მოხვდება.
ირაკლი აზაროვმა „ცრვენა ზვეზდაში“ 13 მატჩი ჩაატარა, აქედან 6 ძირითად შემადგენლობაში, ხოლო 7-ჯერ შეცვლაზე შევიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings