საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
აქამდე, კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის დამატება “პაფოსს” სურდა, ახლა კი ირკვევა, რომ, მისი დამატებით ხორვატიის და ბელგიის საუკეთესო კლუბები ინტერესდებიან.
“აზაროვით კვიპროსელების დაინტერესება ლოგიკურია. მაგრამ მას სხვა შემოთავაზებები გააჩნია, მაგალითად ბელგიაში „ბრიუგე“ იწვევს, ასევე ხორვატიაში ძალიან კარგი კლუბი ზაგრების „დინამო“, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე აზაროვს არ გავუშვებთ.
ჯოვინო ფლამარიონზეც კარგი შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ გუნდის გაძლიერება გვსურს და ამ ეტაპზე მის გაშვებაზე არ გვიფიქრია. ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდება. სიმართლე ესაა. ჩვენ ბათუმელი და ზოგადად, ქართველი გულშემატკივრის გახარება გვსურს”-განცხადა ბერიძემ
“ბრიუგე” ბელგიის 17-გზის ჩემპიონია და ორი წელია საუკეთესოობას ვერავინ ვერ ეცილება, უკანასკნელი 6 სეზონიდან 4-ში კი ტიტულის დაუფლება მოახერხა. რაც შეეხება ზაგრების “დინამოს”, ეს კლუბი ხორვატიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია და შიდა ჩემპიონატში წარმატებას 22-ჯერ მიაღწია.
GIPHY App Key not set. Please check settings