in

ინტერი სიმონე ინძაგიმ ჩაიბარა

მილანის „ინტერმა“ მთავარ მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

„ლაციოს“ ყოფილ მწვრთნელთან მილანელებმა ორ სეზონზე გააფორმეს ხელშეკრულება.

სიმონემ „ინტერის“ მწვრთნელის ადგილზე ანტონიო კონტე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ეკონომიკური კურსის გამო კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა. კონტემ „ნერაძური“ 11 წლის შემდეგ ჩემპიონობამდე მიიყვანა.

ინძაგი „ლაციოს“ 2016 წლის შემდეგ წვრთნიდა. მან რომაულ გუნდთან ერთად თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო.

გასულ სეზონში ბოლო 13 წელიწადში პირველად სიმონეს „ლაციომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და პლეი-ოფშიც გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკარიძის გუნდის უშანსო მარცხი: ალმერიას ლა ლიგა ფაქტობრივად გამოირიცხა

ევრო 2020-ის 5 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი