“ინტერი” “ვალენსიას” ორი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან მოსკერას დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ღამურების” ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, “ვალენსია” მზადაა “მამარდას” სანაცვლოდ ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.
“ნერაძური” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელოდება. “ინტერი” თავდაპირველად პიოტრ ზელინსკისა და მეჰდი ტარემის უფასოდ დაიმატებს. თუმცა ბეპე მაროტას ორი ფეხბურთელის დამატება “ვალენსიადანაც” სურს.
მილანელები “ღამურების” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილისა და ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, კრისტიან მოსკერას დამატებითაც ინტერესდებიან. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ
ევროს, ხოლო მოსკერასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, “ვალენსია” მზადაა ორივე მოთამაშის სანაცვლოდ დათმობაზე წავიდეს და მამარდაშვილი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო მოსკერა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ინტერში” აღმოჩნდნენ”, – წერს გამოცემა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings