in

ინსტაგრამი რასიზმის წინააღმდეგ: წაიშლება ყველა ექაუნთი, რომელიც შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს

„ინსტაგრამი“ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ქცევას უფრო მკაცრად დააკვირდება.

Facebook-ის კონტენტ-მენეჯერმა, რომელიც Intagram-ის მფლობელიცაა, ისაუბრა იმ რასისტულ შეტევაზე, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის მოთამაშეების წინააღმდეგ დაიწყო.

„საშინელებაა იმის გააზრებაც კი, რომ ფეხბურთელებს ასეთი შეურაცხყოფის ატანა უწევთ. ჩვენი კომპანია ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა წესები იმ ადამიანებისთვის, ვინც „ინსტაგრამის“ მოხმარების წესებს არღვევს. განსაკუთრებით ეს შეეხება პირად შეტყობინებებს.

ამიერიდან ყველა, ვინც ამ წესებს არაფრად ჩააგდებს, გარკვეული დროით დაიბლოკება. დაუშვებელი ქცევის განმეორების შემთხვევაში კი გვერდი საერთოდ წაიშლება.

ასეთი ნორმა დაამტკიცებს იმას, რომ შეურაცხყოფას არ ავიტანთ. ასეთი ექაუნთები „ინსტაგრამიდან“ სხვა ნებისმიერ პლატფორმასთან შედარებით უფრო სწრაფად გაქრება“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რასისტული კომენტარები „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეების, ანტონი მარსიალისა და მარკუს რეშფორდის, ასევე „ჩელსის“ მცველის რის ჯეიმსის და სხვა ფეხბურთელების მისამართით იწერებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მჭედლიძე: ემპოლისთან მოლაპარაკებს ვაწარმოებ, ეს კლუბი ჩემი მეორე ოჯახია

ბაიერნმა გვარდიოლას ბარსელონა გაიმეორა: 6 ტიტული სეზონში