ინდონეზია, ავსტრალია, მალაიზია და სინგაპური აპირებენ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინლძონ.
ამის შესახებ ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი იუწყება.
„ჩვენ განვიხილავთ განაცხადს ავსტრალიასთან ერთად. როდესაც მალაიზიასა და სინგაპურში ვიყავი, ორივე მხარემ შემოერთების ინტერესი გამოთქვა“, – უთხრა ტოჰირმა Sydney Morning Herald-ს.
ამჟამად ინდონეზია ავსტრალიასთან ერთად ერთობლივ განაცხადზე მოლაპარაკებებს მართავს. ადრე ფიფამ აზია და ოკეანეთი მიიწვია 2034 წლის მუნდიალის ჩატარებაზე განაცხადი გაეკეთებინათ.
არადა, აქტიურად იწერება, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუდის არაბეთში გამართვა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ისევ ფული: მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ფაქტობრივად გადაწყვეტილია – ფიფა მილიარდებს იშოვის
GIPHY App Key not set. Please check settings