„სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
23 წლის ინგლისელმა 17 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა ჩემპიონატის 34 შეხვედრაში.
ფოდენის გარდა ჯილდოს ნომინანტები იყვნენ: ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ალეკსანდერ ისაკი („ნიუკასლი“), მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი („არსენალი“), კოულ პალმერი („ჩელსი“), ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“) და ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“).
ზედიზედ 5 წელიწადია “სიტის” ფეხბურთელები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ისაკუთრებენ: ფოდენი, ჰოლანდი, დიაში და ორჯერ დე ბრუინი.
პალმერი დაასახელეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. “ჩელსის” ბომბარდირმა გაასწრო ჰოლანდს, ფოდენს და “არსენალის” საკას.
Goal-მა პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
მასში 7 სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არ მოიძებნა საუკეთესო ბომბარდირის ერლინგ ჰოლანდის ადგილი.
Goal-ის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ჯორდან პიკფორდი („ევერტონი“);
მცველები: ბენ უაითი, უილიამ სალიბა („არსენალი“), ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“), ენტონი რობინსონი („ფულჰემი“);
ნახევარმცველები: მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („სიტი“);
თავდამსხმელები: ფილიპ ფოდენი („სიტი“),ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“), კოულ პალმერი („ჩელსი“).
GIPHY App Key not set. Please check settings