ინგლისში შესაძლოა გულშემატკივრებს მატჩების დროს ტრიბუნებზე ალკოჰოლის ყლურწვის საშუალება მისცენ.
1985 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ტრიბუნებზე დალევის აკრძალვა. ეს ხულიგნური მოქცევის აღსაკვეთად გაკეთდა. ამჟამად ინგლისში ალკოჰოლის ჩარაკრაკება სტადიონებზე სპეციალურ ზონებშია შესაძლებელი.
დიდი ბრიტანეთის სპორტის ყოფილი მინისტრი ტრეისი კრაუჩი აპირებს ვითარების შეცვლას. მალე პარლამენტის წევრი გამოაქვეყნებს სიტუაციის მიმოხილვას, სადაც ხელმძღვანელ ორგანოებს ტრიბუნებზე დალევის რეკომენდაციას მისცემს.
„ჩვენი შეხედულება ფეხბურთზე ალკოჰოლზე მოძველდა. ეს არ შველის, როდესაც ისეთ რამეს ვხედავთ, რაც „უემბლიზე“ მოხდა (ევრო 2020-ის ფინალზე).
ჩვენ ვაიძულებთ ხალხს შესვენებისას უცებ დალიონ და ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია. ისინი ბევრს სვამენ მოკლე დროში. ამიტომ გირჩევთ გავერკვიოთ ამაში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
GIPHY App Key not set. Please check settings