პრემიერლიგის კლუბების უმეტესობა ვიდეორეფერის (VAR) სისტემის შენარჩუნების მომხრეა.
Sky Sports წერს, რომ კლუბები აღიარებენ სისტემის არასრულყოფილებას, მაგრამ მასზე უარის თქმა არ ჩაითვლა მიზანშეწონილად.
ამ პოზიციას იზიარებს პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა და არ არის გამორიცხული, 6 ივნისს დაგეგმილი კენჭისყრა საერთოდ აღარც ჩატარდეს.
საქმე ისაა, რომ პრემიერლიგამ მიიღო წერილი „ვულვერჰემპტონისგან“ წინადადებით – გაუქმდეს ინგლისის ჩემპიონატში VAR-ის სისტემა.
„ვულზვმა“ შეადგინა ოფიციალური რეზოლუცია, რათა 6 ივნისს საერთო სხდომაზე დაინიცირდეს კენჭისყრა 2024-25 წლების სეზონიდან VAR-ის გაუქმებაზე.
კლუბმა ჩამოთვალა მთავარი მიზეზებიც, რატომ უნდა გაუქმდეს ვიდეოგამეორებების სისტემა.
VAR-ის გასაუქმებლად პრემიერლიგის 20 კლუბიდან მინიმუმ 14-ის ხმაა საჭირო.
VAR-ის სისტემა პრემიერლიგაში 2019-20 წლების სეზონიდან შემოიღეს.
უეფას რეგულაციების თანახმად, ქვეყნები თავად წყვეტენ, შიდა ტურნირები VAR-ით ჩაატარონ თუ მის გარეშე.
GIPHY App Key not set. Please check settings