ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) გამოაცხადა, რომ მოწონება მიიღო საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოდან (IFAB) 12 წლამდე ბავშვებში თავი განზრახ თამაშის აკრძალვის დატესტვაზე.
ტესტები ახალი სეზონიდან დაიწყება. თუ წარმატებით წიმართა, თავით თამაშის აკრძალვას ამ ასაკობრივ ჯგუფში 2023/24 წლების სეზონიდან ყველა საფეხბურთო მატჩებზე გაავრცელებენ.
ასეთი ზომების მიღება იმის ფონზე ხდება, რომ კვლევების თანახმად ვარაუდობენ, რომ ყოფილი ფეხბურთელები უფრო ხშირად იღუპებიან ტვინის პრობლემების გამო. მაგალითად, პროფესიონალი ფეხბურთელები სამჯერ ხშირად იღუპებიან დემენციით, ვიდრე ამავე ასაკის სხვა ადამიანები, აღნიშნავს BBC.
GIPHY App Key not set. Please check settings