in

ინგლისში ალაპარაკდნენ, რონალდო არსენალში უნდა გადავიდესო

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი გამოვიდა და თქვა, რომ „მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო „არსენალში“ გადავიდესო. მისის თქმით, „არსენალის“ მფლობელს თავისუფლად შეუძლია 37 წლის პორტუგალიელის წაყვანა.

„სტენ კრონკეს ქონება დაახლოებით 10 მილიარდი ევროა. გარდა ამისა, ის დაქორწინებულია ქალზე, რომლის მემკვიდრეობაში კიდევ 17 მილიარდია. მან ახლახან 900 მილიონად რანჩო იყიდა. ცხადია, რომ „არსენალისთვისაც“ შეუძლია 1-2 თავდამსხმელის შეძენა. მე რომ სელექციონერი ვიყო, კრიშტიანოს ავიყვანდი.

გასულ კვირას მასთან სწორედ ამაზე ვისაუბრე და ვუთხარი, რომ „არსენალში“ გადასულიყო. „მანჩესტერში“ უფრო ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი განწყობა და მიდგომა არ არის სწორი. ფსიქოლოგიის მხრივ ეს კლუბი შოკისმომგვრელია. რონალდო რომ არ ყავდეთ, საერთოდ ვერ მოიგებდნენ.

„არსენალს“ ჰყავს ახალგაზრდა, მშიერი და პერსპექტიული ბიჭები კარგი განწყობით. ნახეთ რას აკეთებს რონალდო 27 წლის ასაკში. ის უბრალოდ უნდა დააყენო წინ და ამ ბავშვებს სწავლის საშუალება მისცე“ – ამბობს ჟურნალისტი.

აქამდე დაიწერა, რომ „მანჩესტერში“ არის ხალხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელს უნდა დაემშვიდობონ, რადგან ის იმდენად ვერ ითამაშებს პრესინგს, როგორც ამას ახალი მწვრთნელი ტენ ჰაგი მოთხოვს.

კრიშტიანომ ამ სეზონში 27 მატჩი ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი პრემიერლიგის კლუბს სურს: ინგლისური მედია

ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ლამაზი ავტოგოლი: ამის გამო ქინქლაძის სიტი მესამე ლიგაში გავარდა