in

ინგლისური წესები მამარდაშვილს ხელს უშლის: რატომ ვერ გადავა ლივერპულიდან ბორნმუთში იჯარით

„ლივერპული“ მზადაა, „ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინოს, მაგრამ გადასაწყვეტია, სად გადავა იჯარით საქართველოს ნაკრების მეკარე, რადგან პრემიერლიგის დებულება ინგლისურ გრანდს „ბორნმუთში“ ქართველის იჯარით გაშვების შესაძლებლობას არ აძლევს – ამის შესახებ სტატიები BeSoccer-სა და Relevo-ში გამოქვეყნდა.

„გიორგი მამარდაშვილმა ხუთშაბათს, ჩვეულებისამებრ, „ვალენსიაში“ ივარჯიშა. პარალელურად, მისი აგენტი, ლევან სეთურიძე დაახლოებით 35 მილიონ ევროდ „ლივერპულთან“ ტრანსფერს ათანხმებს. თუმცა მერსისაიდელების გეგმაა, რომ მამარდაშვილი ერთი სეზონით იჯარით „ბორნმუთში“ წავიდეს და პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღოს“, – წერს BeSoccer-ი.

ესპანური გამოცემა Relevo კი ამტკიცებს, რომ გიორგის პრემიერლიგაში გადასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის და პრობლემებს ასახელებს.

„მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ამჟამად ვალენსიაშია. ის მეკარის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა „ლივერპულს“, რომელიც დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენით. „ლივერპული“ მზად არის, ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა „ვალენსია“ 40 მილიონის მიღებას იმედოვნებს.

ინგლისური კლუბი დაინტერესებულია, რომ პირველ სეზონში მამარდაშვილი პრემიერლიგაში იჯარით გაუშვას. „ბორნმუთი“ მზადაა, ამ გირიგებაში ჩაერთოს, მაგრამ არსებობს ერთი შემაფერხებელი გარემოება.

ინგლისის პრემიერლიგის დებულების მიხედვით, გუნდს არ აქვს უფლება, სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელი იმავე ფანჯარაში იჯარით პრემიერლიგის სხვა კლუბში გაუშვას. ამიტომ ერთი ვარიანტია, ტრანსფერი მომავალი წლის ბოლოს დასრულდეს, მანამდე კი მამარდაშვილი „ვალენსიიდან“ იჯარით „ბორნმუთში“ გადავიდეს, ერთი წლის შემდეგ კი „ლივერპულში“ გააგრძელოს კარიერა“, – წერს ესპანური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის მაკტომინაი უნდა: წინასწარმეტყველი ოსიმენს ურჩევს ჩელსიში არ წავიდეს, დაიღუპებიო

მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია, არანაირი ლივერპული: მწვრთნელი გიორგიზე