რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გაუწყეთ, რომ პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” სამხრეთ ამერიკულ სუპერლიგაში მიიღებდა მონაწილეობას.
დღეს, ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორი ინგლისური გუნდი – უოსპსი და ვორსტერი გაკოტრდნენ და მათ ყველა ტურნირზე ასპარეზობა აეკრძალათ. არადა, მათ ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე, ჩელენჯ თასზე’ უნდა ეასპარეზათ.
ჩელენჯ თასის ორგანიზატორებს ორი ვარიანტი აქვთ. ინგლისურ გუნდებს ყველა მატჩში ტექნიკური მარცხი ჩაეთვალლოთ, ან მათ ნაცვლად რაგბი ევროპის სუპერთასის ორი საუკეთესო გუნდი, წინა სეზონის მიხედვით შავი ლომი და ლუზიტანუში, დაემატოს.
ტურნირი 6 დეკემბერს იწყება და საბოლოო გადაწყვეტილება მანამდე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, ჩელენჯ თასის მოქმედი გამარჯვებული დავით ნინიაშვილის და ბექა საღინაძის ფრანგული “ლიონია”.
GIPHY App Key not set. Please check settings