პრემიერლიგის გუნდები შემადგენლობას ახალი ფეხბურთელებით აძლიერებენ, ახალ ფეხბურთელებს კი ცოლები და მეგობარი გოგონებიც მიჰყავთ. ისინი ნამდვილი ლამაზმანები არიან.
ფანი გეჩეკი
21 წლის ფანი ბუდაპეშტში დაიბადა და ინგლისში „ლივერპულის“ დომინიკ სობოსლაის გამო გადაბარგდა.
ფანი უნივერსიტეტში მარკეტინგს სწავლობდა და პროფესიულ დონეზე თამაშობდა ჩოგბურთს.
ჯულია პასტორე
24 წლის იტალიელი მოდის მიმდევარია. ის ტანსაცმელს ამუშავებს, მეორადი ნივთების გადაკეთებით არის დაკავებული თავის კომპანია Juliette.24 Club-თან ერთად.
ჯულია „ნიუკასლის“ ახალწვეულ სანდრო ტონალის 2019 წლიდან ხვდება.
ლაურა როდ სონდერგარდი
ლამაზი ლაურა წარმოშობით დანიიდანაა როგორც მისი ბიჭი რასმუს ჰეილუნდი, რომელიც თვით „მანჩესტერში“ აღმოჩნდა.
სოფია ტოაჩე
24 წლის მექსიკელი „ვესტ ჰემის“ ედსონ ალვარესის გოგოა, რომელიც ლონდონში დეკლან რაისის შესაცვლელად მივიდა.
წყვილი 2018 წლიდან ხვდება ერთმანეთს და უკვე ჰყავთ გოგონა.
ფაბია ლუსია ვალერია
მაკს აარონსი „ბორნმუთის“ წევრი გახდა, მას კი ფაბია უქომაგებს.
მოდელი და ინფლუესერი რეგულარულად აზიარებს ახალ ფოტოებს და რჩევების მიცემაც არ ენანება.
დანა ვოშინა
დანა „ტოტენჰემის“ ახალწვეულ მანორ სოლომონს 2018 წლიდან ხვდება.
დანას ძალიან გაუხარდა ბოიფრენდის „ტოტენჰემში“ მისვლა და პრეზენტაციაც ამით ამაყობდა კიდეც.
მია რეგანი
ჯერ კიდევ ივნისში „ბრენტფორდმა“ რომეო ბექჰემის ტრანსფერზე გამოაცხადა. დევიდის ბიჭმა კლუბში არა მარტო გახმაურებული სახელი მიიტანა, არამედ მოდელი და სოცქსელების საყვარელი გოგო – მია რეგანიც ჩაიყვანა.
20 წლის მიას თითქმის 700 ათასი გამომწერი ჰყავს, რომლებთაც თავისი გლამურული ცხოვრებით ხეთქავს ხოლმე გულზე.
GIPHY App Key not set. Please check settings