ESPN-მა ინგლისური გრანდების ზამთრის ტრანსფერებს გადაავლო თვალი და ამ გუნდების ისტორიაში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ზამთრის ტრანსფერები დაასახელა. გადავხედოთ სამეულებს.
„მანჩესტერი“
საუკეთესო ტრნსფერები:
- ნემანია ვიდიჩი – „სპარტაკიდან“ 7 მლნ ფუნტად 2006 წლის იანვარში;
- პატრის ევრა – „მონაკოდან“ 5,5 მლნ ფუნტად 2006 წლის იანვარში;
- ბრუნო ფერნანდეში – „სპორტინგიდან“ 46,6 მლნ ფუნტად 2020 წლის იანვარში.
უარესი ტრანსფერები:
- ალექსის სანჩესი – „არსენალიდან“ 2018 წლსი იანვარში გაცვლის შედეგად;
- უილფრიდ ზაჰა – „კრისტალ პალასიდან“ 10 მლნ ფუნტად 2013 წლის იანვარში;
- ვაუთ ვეგჰორსტი – იჯარა „ბარნლიდან“ 2023 წლის იანვარში.
„სიტი“
საუკეთესო ტრნსფერები:
- ედინ ჯეკო – „ვოლფსბურგიდან“ 27 მლნ ფუნტად 2011 წლის იანვარში;
- გაბრიელ ჟეზუსი – „პალმეირასიდან“ 27 მლნ ფუნტად 2017 წლის იანვარში;
- ხულიან ალვარესი – „რივერ პლეიტიდან“ 14,1 მლნ ფუნტად 2022 წლის იანვარში.
უარესი ტრანსფერები:
- უილფრიდ ბონი – „სუონსიდან“ 25 მლნ ფუნტად 2015 წლის იანვარში;
- ნერი კასტილიო – იჯარა „შახტარიდან“ 2008 წლის იანვარში;
- გეორგიოს სამარასი – „ჰერენვენიდან“ 6 მლნ ფუნტად 2006 წლის იანვარში.
„ლივერპული“
საუკეთესო ტრნსფერები:
- ლუის სუარესი – „აიაქსიდან“ 22,7 მლნ ფუნტად 2011 წლის იანვარში;
- ვირხილ ვან დაიკი – „საუთჰემპტონიდან“ 75 მლნ ფუნტად 2018 წლის იანვარში;
- ფილიპე კოუტინიო – „ინტერიდან“ 8,5 მლნ ფუნტად 2013 წლის იანვარში.
უარესი ტრანსფერები:
- ენდი ქეროლი – „ნიუკასლიდან“ 35 მლნ ფუნტად 2011 წლის იანვარში;
- იან კრომკამპი – „ვილიარეალიდან“ 2006 წლის იანვარში გაცვლის შედეგად;
- ოზან კაბაკი – იჯარა „შალკედან“ 2021 წლის თებერვალში.
GIPHY App Key not set. Please check settings