ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მშვენიერი მიღწევაა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებმა წელს მთელი ტურნირი მოსალოდნელზე უარესად ჩაატარეს. თუცა ნახევარფინალში ნიდერლანდებს აჯობეს, ყოველ შემთვევაში, ინგლისი უარესი არ ყოფილა. მართალია მის სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ცოტა საკამათოდ რჩება, მაგრამ გამარჯვებული ახლა ინგლისია და ფინალში ბევრად უკეთეს ესპანეთს შეხვდება.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გარი ნევილმაც თქვა, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.
ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც აღნიშნა: „ეს პენალტი არ იყო. ასეთი რაღაცეები ფეხბურთს ანგრევს“.
ევრო 2024. 1/2 ფინალი
ნიდერლანდები – ინგლისი 1:2
10 ივლისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 60 926 მაყურებელი
გოლები: 1:0 სიმონსი (7), 1:1 კეინი (18-პენ), 1:2 უოტკინსი (90+1. პალმერის პასით)
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი (90+4. ზირკზეე), დე ვრეი, ვან დეიკი, აკე, სხოუტენი, სიმონსი (90+4. ბრობი), რეინდერსი, მალენი (46. ვეგჰორსტი), დეპაი (35. ვეერმანი), გაკპო
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნზი, გუეი, საკა (90+3. კონსა), მაინუ (90+3. გალაჰერი), რაისი, ტრიპიერი (46. შოუ), ბელინგემი, ფოდენი (81. პალმერი), კეინი (81. უოტკინსი)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
გაფრთხილება: დუმფრისი (17), ბელინგემი (72), საკა (86), ვან დეიკი (87), სიმონსი (90+1), ტრიპიერი (90+5)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ოლი უოტკინსი.
ინგლისის ნაკრებმა ნახევარფინალში დაამარცხა ნიდერლანდები, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში მე-7 ადგილზეა. ეს არის ყველაზე მაღალრეიტინგიანი გუნდი, ვისაც ინგლისმა მოუგო დიდ ტურნირებზე 1996 წლის (ესპანეთი, რეიტინგში მე-6) შემდეგ.
გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა ბოლო 4-დან ორი დიდი ტურნირის (ევრო 2020 და 2024) ფინალში გააღწია, მაშინ, როცა წინა 23-ში “სამმა ლომმა” მხოლოდ ერთხელ (1966 წლის მსოფლიო თასი) ითამაშა დასკვნით მატჩში.
ინგლისის ნაკრები პირველია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ფინალში გავიდა იმისდა მიუხედავად, რომ თავიდან აგებდა მეოთხედფინალშიც (შვეიცარია) და ნახევარფინალშიც (ნიდერლანდები).
ჰარი კეინი გახდა რეკორდსმენი დიდი ტურნირების პლეი-ოფებში გატანილი გოლების რაოდენობით – 9. მან გადაუსწრო გერდ მიულერს, მიროსლავ კლოზეს (ორივე – გერმანია), ანტუან გრიზმანს და კილიან მბაპეს (ორივე – საფრანგეთი) – ყველა 8-8 გოლით.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ჰარი კეინს ისტორიაში ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
ბოლო 4 დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჰარი კეინს 15 გატანილი გოლი დაუგროვდა.
19 წლის კობი მეინუ ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშა.
ხავი სიმონსის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. ყველაზე სწრაფი გოლი ალან შირერმა 1996 წლის ნახევარფინალში, მე-3 წუთზე გერმანიას გაუტანა.
21 წლისა და 80 დღის ხავი სიმონსი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე პატრიკ კლუივერტია, მან 1996 წელს ინგლისს 19 წლისა და 353 დღის ასაკში გაუტანა.
ოლი უოტკინსის გოლი არის მეორე – 90 წუთს გადაცილებულებს შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფებში გავიდა 2008 წლის (გერმანია-თურქეთის ნახევარფინალი) შემდეგ.
გარეტ საუტგეიტი:
„ძალიან კარგად ვთამაშობდით. თამაში რთული იყო, გვიწევდა თამაშის მიმდინარეობის შეცვლა, განსაკუთრებით დაცვაში. ფეხბურთელები ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მატჩის ბოლო გუნდისთვის ჯილდო გახდა“.
GIPHY App Key not set. Please check settings