ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები აპირებენ ევროპის ჩემპიონატზე ისევ დადგნენ მუხლზე მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად.
გუნდის ლიდერები ჯერაც მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ანტირასისტული ჟესტია, იუწყება The Telegraph.
ამასთან, ინგლისის ნაკრებს ეჭვი ეპარება, რომ მათ მხარს აუბამენ D ჯგუფის სხვა მონაწილეები – ხორვატია, შოტლანდია და ჩეხეთი.
ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings