in

ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგია: პრემიერლიგამ მომდევნო ჩემპიონატი უკვე დაგეგმა

პრემიერლიგის კლუბები მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„პრემიერლიგის ყველა, ოცივე კლუბმა განიხილა რეფორმების პროცესი და ერთხმად გამოვიდნენ ფიფას წინადადების წინააღმდეგ. ინგლისელები გარდა მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებისა, ასევე ნაკრებების მატჩების ფანჯრების გახანგრძლივების წინააღმდეგი არიან“.

ამასობაში პრემიერლიგამ 2022/23 წლების სეზონის ჩატარების ვადებიც თქვა.

ტურნირი დაიწყება 6 აგვისტოს და 28 მაისს დასრულდება.

მე-16 ტურის მატჩენის შემდეგ, რომელიც 12-13 ნოემბერს გაიმართება, ჩემპიონატში შესვენება დადგება ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამო.

პრემიერლიგა 18 დეკემბერს განახლდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური As: შვედებს იბრაჰიმოვიჩი და ისაკი ჰყავდათ, მაგრამ არა კვარაცხელია

Gazzetta dello sport: ხვიჩა პატარა ბიჭივითაა, რომელიც ბურთთან ერთად იძინებს – ასევე ძალიან მორწმუნეა