Opta-ს ცნობით, „ლივერპული“ პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.
მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ ლიდერობენ და 28 ქულა აქვთ.
სუპერკომპიუტერმა 10 000 სიმულაცია ჩაატარა და არნე სლოტის გუნდის შანსები 60,3%-ით შეაფასა.
ამ პროგნოზის მიხედვით, ტურნირის მოგების შანსი მხოლოდ ოთხ კლუბს აქვს:
- ლივერპული – 60,3%;
- მანჩესტერ სიტი – 34,3%;
- არსენალი – 5%;
- ჩელსი – 0,3%.
პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტთა სიაში მოჰამედ სალაჰი ლიდერობს.
„ლივერპულის“ გარემარბი Goal-ის სიის სათავეშია.
ჩემპიონატის ბოლოს პრიზის მოპოვების საუკეთესო შანსების მქონე ფეხბურთელების ათეულში მოხვდნენ:
- მოჰამედ სალაჰი, ლივერპული.
- კოულ პალმერი, ჩელსი.
- ერლინგ ჰოლანდი, მანჩესტერ სიტი.
- ბუკაიო საკა, არსენალი.
- რაიან გრავენბერხი, ლივერპული.
- ბრაიან მბემო, ბრენტფორდი.
- კრის ვუდი, ნოტინგემ ფორესტი.
- ლუის დიასი, ლივერპული.
- დენი უელბეკი, ბრაიტონი.
- კერტის ჯონსი, ლივერპული.
GIPHY App Key not set. Please check settings