in

ინგლისის პრემიერშიფში კვესელაძემ სასტარტოდან პირველად ითამაშა და 10 ბოჭვა შეასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა გიორგი კვესელაძემ, რომელმაც 2020 წლის “შემოდგომის ერთა თასზე” ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ სარაგბო კლუბ “გლოსთერში” გადავიდა, გასულ უქმეებზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურის შეხვედრაში 23 წლის ქართველი შუამარბის “გლოსთერი” “ნორჰემპთონს” დაუპირისპირდა და 31:7 დაამარცხა. კვესელაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და დაცვაში ძალიან დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ქართველმა მორაგბემ მთელი მატჩის განმავლობაში 10 ბოჭვა შეასრულა.

კვესელაძე სარაგბო კლუბ მარნეულის “არმაზის” აღზრდილია და “გლოსთერს” სწორედ “არმაზიდან” შეუერთდა.

“გლოსთერმა” ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და 36 ქულით 12-გუნდიან ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. კვესელაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 17 მაისს ისევ სტუმრად, ლიდერ “ბრისტოლთან” ელის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკფადენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

ოქროს თაობის დინამოს ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა