პრემიერლიგის კლუბებმა ზამთრის ტრანსფერებზე 295 მლნ ფუნტი დახარჯეს.
ეს ლიგის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. ზამთარში ამაზე მეტი ფული ტრანსფერებზე ინგლისელებმა მხოლოდ ერთხელ დახარჯეს – 2018 წელს საერთო თანხამ 430 მლნ ფუნტი შეადგინა.
წინა ზამთარს კლუბებმა მხოლოდ 70 მლნ ფუნტი გაიღეს.
საინტერესოა, რომ 150 მლნ იმ გუნდებმა დახარჯეს, რომლებიც ცხრილში ბოლო 5 ადგილზე არიან – „ევერტონი“, „ნორვიჩი“, „ნიუკასლი“, „უოტფორდი“ და „ბარნლი“.
ნიუკასლმა ფული გამოაჩინა: რომელმა გუნდებმა დახარჯეს ყველაზე მეტი
სხვა ტოპ 4 ჩემპიონატების კლუბებმა ჯამში ტრანსფერებზე 380 მლნ ევრო დახარჯეს.
GIPHY App Key not set. Please check settings