in

ინგა გურგენიძე ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია: ისტორიული ოქროს მედალი საქართველოსთვის

პირველად ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში საქართველოს წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა. ისტორიულ შედეგს მიაღწია ინგა გურგენიძემ, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში შეძლო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას თავად სპორტსმენს, მის მწვრთნელებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, სპორტის გულშემატკივრებს.

მომავალმა ჩემპიონმა ბათუმის ყინულის სასახლეში მედლისკენ სვლა მოკლე პროგრამიდან დაიწყო, როდესაც მესამე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ქართველმა მოციგურავემ დღეს გაცილებით უკეთ იასპარეზა და მსაჯებისგან საუკეთესო ქულებიც (71.90) დაიმსახურა. გურგენიძეს ორივე პროგრამის ჯამში 128.97 ქულა დაუგროვდა, ეს მაჩვენებელი კი ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

გასათვალისწინებელია, რომ ქართველ მოციგურავეს უახლოეს მდევართან 11.21-ქულიანი უპირატესობა აღმოაჩნდა. ფესტივალის პირველ ქართველ ჩემპიონს ოქროს მედალი სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში საქართველოს დღემდე სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული და სამივე ვაჟთა ფიგურულ ციგურაობაში. ვერცხლის მედლით პირველმა მიაღწია წარმატებას ვახტანგ მურვანიძემ (1997), შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ (2017), ბოლოს კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა კონსტანტინე სუპატაშვილმა (2023).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის ტენერიფემ ბარსელონა დაამარცხა და ნახევარფინალშია

ბუდუს გუნდმა გოჩოლეიშვილის გუნდს აჯობა, ლაშა დვალი გააძევეს – ჩვენები ევროპაში