in

იმ დღეს ველოდები როდის ჩავალ და ვნახავ: ვახტანგ სალიამ შესაძლოა უმაღლესში ვერ ჩააბაროს

“ნიუკასლის” თავდამსხმელი 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს. ამის შემდეგ მან “ლელოს” მცირე ინტერვიუ მისცა:

2024 წელი თქვენთვის წარმატებული გამოდგა მარტო იმიტომ, რომ პრემიერლიგის კლუბში მოხვდით. ადვილი წარმოსადგენია, რა ემოცია მოჰყვებოდა ამას…

“ნიუკასლში” გადასვლით უბედნიერესი ვარ. ღმერთს მადლობა, რომ ჩემ თავს ასეთი კარგი ამბავი მოხდა. ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ და იმ დღეს ველოდები, როდის ჩავალ, ვნახავ კლუბს და იქაურ გარემოს გავეცნობი.

სავარაუდოდ, თქვენი ინგლისში გამგზავრება სკოლის დასრულების პერიოდს დაემთხვევა…

შესაძლოა, ამის გამო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ მოვასწრო…

ანუ, ზაფხულში ინგლისში გამგზავრება გადაწყვეტილია თუ შესაძლოა, “ნიუკასლმა” იჯარით სხვა კლუბში გაგიშვათ?

ვერაფერს გეტყვით, რადგან დეტალები ჯერ არ ვიცი.

თუ ფეხბურთელს სურს მაღალ დონეზე თამაში, საუკეთესო ვარიანტი პრემიერ ლიგაა. ეს თქვენში რას იწვევს – სიფრთხილეს, შიშს თუ დიდ მოტივაციას?

ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მათ მოთხოვნებს, რაც შეიძლება, მალე მივეჩვიო და პრემიერ ლიგის ტემპს და დინამიკას სწრაფად შევეგუო.

“ნიუკასლმა” “დინამოში” იჯარით რომ დაგტოვათ, ინგლისურ მოთხოვნებთან დასაახლოვებლად ინდივიდუალური ვარჯიშები დაგინიშნათ?

ჯერჯერობით, არა, მაგრამ მათთან მუდმივი კავშირი გვექნება.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია 

Globe Soccer Awards-ის ცერემონია: ვინისიუსი წლის ფეხბურთელია, რეალი წლის გუნდი, რონალდოს ცალკე პრიზები მისცეს…