in ,

იმედი, რომ ფორტუნა სტუმრებს გაუღიმებს: რას ელოდება უკრაინა საქართველოში – ოღონდ ხვიჩა გააჩერეთ

ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი უკრაინის ნაკრების მცველმა ალეკსანდრ ზინჩენკომ გააკეთა:

“მე მახსოვს, რომ საქართველოსთან პირველი შეხვედრისას ძალიან მძიმე მოედანი და ორივე მხრიდან ცოტა ფეხბურთი იყო. პირველ პლანზე ბრძოლა გამოდიოდა. ვფიქრობ, თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაშინ ყველაფერს შევძლებთ.

ძალიან რთული დაპირისპირება გველის. რა თქმა უნდა, თამაშისთვის განვეწყობით. ამ მატჩის პასუხისმგებლობის დონე გვესმის, ამიტომ ახლა შეცდომების ადგილი არ არის”.

უკრაინელმა საფეხბურთო ექსპერტმა ოლეგ ფედორჩუკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგაზე საქართველოსა და მათი ქვეყნის ნაკრების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ჩვენი ბიჭების კლასი მეტოქისაზე მაღალია, შემადგენლობა კი უფრო თანაბარი. და კიდევ – ფეხბურთელები თამაშს საბრძოლო ფორმაში უნდა შეხვდნენ და თავიანთი საუკეთესო უნარები წარმოაჩინონ.

მასპინძელთა რიგებში არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად მიდიან მაყურებლები. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ასეთი აღიარება უნდა დაიმსახურო და რა თქმა უნდა, “ნაპოლის” ლიდერი შაბათს პარტნიორებს წინ წარუძღვება. ამიტომ ძალიან ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდება ამბიციურ ქართველს ჩვენი მარჯვენა მცველი ეფიმ კონოპლია. თუ ერთობლივი ძალისხმევით, დასწრებაზე თამაშით და საიმედო დაზღვევით მოახერხებენ ხვიჩასთვის ცხოვრების გართულებას, მაშინ დადებითი შედეგის მიღწევის შანსები გაიზრდება.
ორივე გუნდისთვის რთული დაპირისპირება იქნება. არსებობს იმედი, რომ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება ჩვენი მეკარე, რომ კრეატიულობით ნახევარმცველები გაგვახარებენ, რომ მათგან ვინმე გოლს გაიტანს, რომ ფორტუნა სტუმრებს გაუღიმებს. მაინც უფრო იქითკენ ვიხრები, რომ შედეგიანი ფრე იქნება“.

თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმაროს.
დოვბიკი ეროვნულ გუნდს ბელეკში შეკრებაზე შეუერთდა, მაგრამ მუხლის ტრავმა აქვს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ის “რომას” ბოლო შეხვედრაში დაშავდა, სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა.

ტრავმირებული ვიკტორ ციგანკოვის ნაცვლად სარეზერვო შემადგენლობიდან გამოძახებული კიევის “დინამოს” ნახევარმცველი ვიტალი ბუიალსკიც დაშავდა და ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ოჯახური მდგომარეობის გამო უკრაინის ეროვნულ გუნდში ვერ გამოცხადდება “რეალის” მეკარე ანდრეი ლუნინი, რომელსაც დმიტრი რიზნიკი (შახტარი) შეცვლის. თუმცა, უკრაინელთა ძირითადი მეკარე ანატოლი ტრუბინია (ბენფიკა) და ლუნინის გამოკლების გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონა კვარაზე დღემდე ფიქრობს

საქართველო-უკრაინაც რესპუბლიკის მოედანზე იქნება