in

იმედია ჩაკვეტაძეს შევინარჩუნებთ

მაშინ, როცა ჩვენ გვგონია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში ითამაშეს, “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელ ტომ ქლევერლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის შენარჩუნების იმედი აქვს.

პრემიერლიგაში გადასულ ლიდსს ჩაკვეტაძისა და ბელინგემის დამატება უნდა

“არანაირი სხვაობა არ არის გაშვებულ ბურთებს შორის იანვრამდე და იანვრის შემდეგ, მაგრამ, რაც შეეხება გატანილ გოლებს, აქ მნიშვნელოვანი კლება გვაქვს…

ვფიქრობ, გუნდის ლიდერებიდან დიდ ნაწილს შევინარჩუნებთ. ჩემპიონშიფის კლუბებისთვის ჩვეულებრივი ამბავია მოთამაშეთა გასხვისება და არ გამიკვირდება, თუ ჩვენი ფეხბურთელების მიმართაც იქნება ინტერესი და ერთი-ორი დაგვტოვებს კიდეც…

მაგრამ მაინც მაქვს რწმენა, რომ ყველა საუკეთესო მოთამაშეს შევინარჩუნებთ. ყველამ ვნახეთ, როგორ დაგვაზარალა ლიდერების დაკარგვამ – გიორგი (ჩაკვეტაძე), KB (კვადვო ბაა), მუსა (სისოკო)… მათ გარეშე შემადგენლობას სიღრმე მოაკლდა. ჩვენ არცერთი მათგანის გაშვება არ გვსურს”, – უთხრა ქლევერლიმ BBC-ის.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს. “უოტფორდმა” კი ბოლო 4 თამაში წააგო, მე-13 ადგილზეა და 10 ქულით ჩამორჩება ტოპ-ექვსეულს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ დაბრუნდა, ჰაიდენჰაიმმა აუტსაიდერს ვერ მოუგო

მიქაუტაძე იუვენტუსს ისევ აინტერესებს