ფეხბურთელი, რომელმაც დროს გაუსწრო და ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა უდიდესი საფეხბურთო ეპოქა.
“სანამ ის იქნებოდა ფეხბურთი უბრალოდ სპორტი იყო, მან კი ფეხბურთი ხელოვნების დონემდე აიყვანა”-ამ სიტყვებით ემშვიდობება ამჟამინდელი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ლეგენდარულ პელეს.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამრიგად, ფეხბურთს აღარც ღმერთი ყავს და აღარც მეფე, თუმცა ნებისმიერი საქმის კარგად შესრულებისას ადმიანს შეამკობენ ხოლმე ეპითეტით-“შენი საქმის პელე ხარ”- ეს ამ ლეგენდარული ბრაზილიელის მარადიულობაზე მიუთითებს.
“იმედია, ერთ დღეს ფეხბურთს ზეცაში ერთად ვითამაშებთ”- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობა პელე დიეგო არმანდო მარადონას. ახლა, ისინი ერთად არიან, მაგრამ სანამ იქნება ფეხბურთი და სანამ დედამიწაზე ბურთს გააგორებენ, მანამდე იქნებიან პელეც და მარადონაც. მათ დროს გაუსწრეს, მათ ფეხბურთი ხელოვნების დონემდე აიყვანეს.
GIPHY App Key not set. Please check settings