წუხელ თბილისში საქართველოს ნაკრების მსვლელობა და გულშემატკივრებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება დასრულდა თავისუფლების მოედანზე, სადაც მცირე სიტყვით გამოვიდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.
ვილი სანიოლი:
„3.5 წელი, რაც აქ ვარ, ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო 3.5 წელიწადში, უკეთესით თუ არა, ამავე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა, საქართველო!“
GIPHY App Key not set. Please check settings