ინგლისში შუა კვირაში აბდა-უბდა ტური გაიმართა. ითამაშა ნახევარზე ცოტა მეტმა და ითამაშეს სხვადასხვა ტურის შეხვედრები – 21-ე, 22-ე, 30-ე, 33-ე, თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრები კი იყო. “სიტი” ისე უბერავს, რომ ძნელი წარმოსადგენია ამ გუნდმა დარჩენილ ორ ტურში პირველობა დათმოს, “ლივერპული” კი მაინც თავისას ცდილობს და კარგიც არის, რომ ბოლომდე იბრძვის. “სიტი” ისეთი ანგარიშით იგებს, ერთი რომც წააგოს და “ლივერპული” გაუთანაბრდეს, ბურთების სხვაობა მაინც “ქალაქელებს” ექნებათ უკეთესი.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ერთმანეთის მოძულე ლონდონელებს შორის. “ტოტენჰემმა” მოულოდნელად დიდი ანგარიშით მოუგო ბოლო მატჩების მომგებ “არსენალს” და მე-4 ადგილზე აღმოჩენის შანსი შეინარუნა. ახლა “ტოტენჰემი” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “არსენალს” მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში მე-2 გუნდია, რომლის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა 15+ გოლი ერთ სეზონში.
კლოპი: „ანგარიში 1:1 იყო, სანამ „ლივერპული“ თამაშში შევიდოდა. გრანდიოზული თამაშია“.
„სიტიმ“ ზედიზედ 5 მატჩი მოიგო 3+ ბურთიანი სხვაობით. ეს პირველი შემთხვევაა ინგლისის უმაღლესი ლიგის ისტორიაში.
დე ბრუინმა პოკერი კარიერაში პირველად შეასრულა. აქამდე მხოლოდ ორ ცენტრალურ ნახევარ,ცველ გაუტანია 4-4 გოლი პრემიერლიგაში – ლემპარდს და ვეინალდუმს.
დე ბრუინმა ჰეთ-თრიკი 17 წუთიან მონაკვეთში შეასრულა. მას 9 (54) ქულა აქვს ბოლო 6 მატჩში. ბელგიელმა წარმატება გუნდის ახალწვეულის ერლინგ ჰაალანდის სტილში აღნიშნა.
დე ბრუინს 200 (84+116) ქულა აქვს „სიტიში“ ჩატარებულ 305 მატჩში.
გვარდიოლა: „ძალიან კაარგად ვითამაშეთ ამ სტადიონზე, არადა ყველამ იცის ეს რა რთულია. ბოლო 2-3 თვე დე ბრუინი დიდებულად თამაშობდა. ის ჩვენი საკვანძო ფეხბურთელი იყო სეზონის ამ ნაწილში“.
დე ბრუინი: „ჩემი კავშირი პარტნიორებთან გამორჩეულია, მე მიყვარს მათთან თამაში“.
ტუხელი: „ჩელსიმ“ უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი 90 წუთი“.
„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა „არსენალზე“. „მამლები“ საშინაო დერბის 2014 წლის შემდეგ არ აგებენ.
ანტონიო კონტე: „ტოტენჰემმა“ მნიშვნელოვანი დერბი მოიგო. ძალიან ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან, დავრჩით ჩემპიონთა ლიგისთვის რბოლაში“.
არტეტა: „ეს სირცხვილია, ასეთი ლამაზი მატჩი განადგურებულია. 6 თვით დისკვალიფიკაციას მომცემენ ის, რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ“.
ჰარი კეინმა 13 გოლი გაუტანა“არსენალს“ – ყველაზე მეტი „ტოტენჰემის“ ისტორიაში. მას 41 გოლი აქვს გატანილი ლონდონური გუნდებისთვის პრემიერლიგაში.
პრემიერლიგა – სხვადასხვა ტური
ასტონ ვილა – ლივერპული 1:2
ლიდსი – ჩელსი 0:3
ლესტერი – ნორვიჩი 3:0
უოტფორდი – ევერტონი 0:0
ვულვერჰემპტონი – სიტი 1:5
ტოტენჰემი – არსენალი 3:0
GIPHY App Key not set. Please check settings