ავტორიტეტულმა გამოცემა Espn-მა 25 წლამდელ ასაკის მებრძოლთა შორის საუკეთესო 25 MMA-ს მოჩხუბარი გამოარჩია, რომელთა შორისაც მეორე ადგილზე ქართველი ილია თოფურია მოხვდა.
გამოცემისთვის 9 პროფესიონალმა ექსპერმა შეადგინა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო მებრძოლები შეირჩა.
გამოცემა ილია თოფურიას შესახებ წერს, რომ თოფურია ჩინელი სონგ იადონგის შემდეგ, რომელმაც სიაში პირველ ადგილზეა, ერთადერთი მოჩხუბარია, რომელმაც პირველი ადგილისთვის ხმები დაიმსახურა. 2021 წელს თოფრუიამ მართალია მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა, მაგრამ რაიან ჰილის წინააღმდეგ იგი ბრწყინვალე იყო. თოფურიან მკვლელის ინსტიქტის დამატებითი დოზა აქვს, რადგან ის ერთნაირად ბრწყინვალეა, როგორც დგომში, ისე პარტერში.
ილია თოფურიას UFC-ში სამი ბრძლა აქვს ჩატარებული და სამივე მოიგო. კარიერაში კი, მის ანგარიშზე 11 ბრძოლა და 11 გამარჯვებაა.
მომდევნო შეხვედრას თოფურია 22 იანვარს რუსი მუსა ევლოევის წინააღმდეგ გამართავს, რომლის ანგარიშზეც კარიერაში 15 ბრძოლა და 15 მარცხია.
GIPHY App Key not set. Please check settings