in

ილია თოფურია 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორია 

ილია თოფურია 2025 წელს UFC-ში შესრულებული საუკეთესო ნოკაუტის ავტორი გახდა, – ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ნოკაუტი თოფურიამ 2025 წლის ივნისში შეასრულა და აღნიშნული გამარჯვებით UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. სწორედ ამ დღეს ის ისტორიაში მეათე მებრძოლი გახდა, რომელმაც მეორე წონის ქამარი მოიპოვა – მანამდე ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონიც იყო.

„2026 წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორიც მე ვიქნები“, – ასე გამოეხმაურა თოფურია მორიგ აღიარებას.

ამჟამად 28 წლის ქართველ მებრძოლს შეხვედრა ჩანიშნული არ აქვს. მისი დაბრუნება 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულშია მოსალოდნელი. რაც შეეხება მეტოქეს, სავარაუდოდ, თოფურია მსუბუქი წონის დროებითი ქამრის მფლობელს – ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს შეხვდება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუბანოვა მეხუთეზე გავიდა და მცირე ვერცხლი აიღო

კრიშტიანო ყველაზე მდიდარი სპორტსმენია: რამდენი იშოვეს სპორტსმენებმა 2025 წელს