შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ნიუ იორკში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა ქვესაშუალო წონის (77კგ) ახალმა ჩემპიონმა, რუსეთის სახელით გამომსვლელმა ისლამ მახაჩევმა – აქამდე ის მეორე ადგილს იკავებდა.
მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა და ახალ წონაში საჩემპიონო ბრძოლა ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რეიტინგში პირველიდან მეორე პოზიციაზე დაქვეითდა მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია. მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც ამჟამად სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარს ფლობს.
UFC-ს ყველა წონის რეიტინგი:
ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
ილია თოფურია (საქართველო)
მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
ალექსანდრე პანტოჟა (ბრაზილია)
ალექს პერეირა (ბრაზილია)
ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
ტომ ასპინალი (ინგლისი)
ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
მაქს ჰოლოუეი (აშშ)
მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
ბელალ მუჰამედი (აშშ)
არმან ცარუკიანი (სომხეთი)
ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)
1tv.ge


GIPHY App Key not set. Please check settings