in

ილია თოფურია: ერთ რაუნდზე მეტს ვერ გამიძლებს

23 იანვარს, UFC-ს მორიგი ივენთი გაიმართება, რომელზეც ქართველი ილია თოფურია კანადელ შარლ ჟორდანს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, თოფურია ინგუშ მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ინგუში ბრძოლას Covid 19-ს გამო ჩაეხსნა. მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით ქართველ “ელ მატადორმა” კომენტარი გააკეთა.

აქამდე ჟორდანის ბრძოლის სტილის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ როდესაც გაირკვა ის ჩემი მეტოქე იქნებოდა მისი საბრძოლო სტილი შევისწავლეთ და ძალიან კარგი სტრაიკერი გახლავთ. ვფიქრობ, ის ერთ რაუნდზე მეტს ვერ გამიძლებს. მოსამზადებელ პერიოდში მერაბ დვალიშვილი და გურამ ქუთათელაძე მეხმარებიან”, – თქვა ილია თოფურიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამი ტურის შემდეგ, ნინიაშვილი ორ სტატისტიკურ მონაცემში საუკეთესოა

ბათუმის დინამო ტრაბზონსპორმა შეიფარა