2022 წლის 23 იანვარს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ოქტაგონზე რუს მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.
ბრძოლის წინა მოზამზადებელ პროცესზე საუბრისას ილია თოფურამ Espn-თან ისაუბრა დ აღნიშნა, რომ ევლოევს დამაცირებელი კომენტარებისთვის პასუხს ოქტაგონზე გასცემს.
“ბრძოლისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადები. დარწმუნებული ვარ 23 იანვარს მაგარ ფორმაში ვიქნები და მორიგ გამარჯვებას მოვიპოვებ. მჯერა ბრძოლა ჩემი კარნახით წარიმართება. ევლევმა მე იატიკის ტილო მიწოდა. აქამდე ის არ მაღელვებდა და მის კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მან წითელი ხაზები გადაკვეთა და მას ოქტაგონზე გავცემ პასუხს და ყველაფერს ვაზღვევინებ. ევლოევი ამ ეტაპზე დაუმარცხებელია, მაგრამ მებრძოლები დაუმარცხებელნი მანამდე იქნებიან, სანამ მე არ შემხვდებიან”, – თქვა ილია თოფურიამ.
თოფურიას UFC-ში სამი ბრძოლა აქვს გამართული და სამივე მოიგო. საერთო ჯამში კი, იგი ოქტაგონზე 11-ჯერ გავიდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.
მოვსარ ევლოევს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს გამართული და თოფურიას მსგავსად ისიც დაუმარცხებელია.
GIPHY App Key not set. Please check settings